დავით გოგიჩაიშვილი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსები და საბანკო საქმე (ბაკალავრი) 1997 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ბაკალავრი) 2001 წელს; პენსილვანიის უნივერსიტეტი (შესავალი სპეციალობაში - სერტიფიკათი) 2001 წელს; ოჰაიოს უნივერსიტეტი (მედია მენეჯმენტის დეპარტამენტი - მაგისტრის ხარისხი) 2002 წელს. 2002 წელს იყო სატელიტური კომუნიკაციების ონლაინ ჟურნალის მმართველი საბჭოს წევრი; ვაშინგტონის ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის კავკასიის მედია მენეჯმენტის პროგრამის ასისტენტი (2002); 2003 წელს სამაუწყებლო კომპანია "NBC" -ის ნიუ-იორკის სათაო ოფისის პროექტის ამერიკული გვიანი საღამოს იუმორისტული ტელე-ფორმატების საქართველოს ტელე-ბაზარზე ადაპტირებ" -ის ავტორი; სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის ტელეპროექტების - "ღამის შოუ", "შაბათის შოუ", "ცოცხალი შოუ", "კანდიდატი" - მენეჯერი (2003); 2004 წლიდან კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის (I სკოლასთან არსებული) მედია მენეჯმენტის ლექტორი. 1997 წლის სტუდენტური დღეების გამარჯვებული (ნომინაცია - წლის საუკეთესო პოლიტიკური სატირა); "საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების" მიერ ორგანიზებული ედმუნდ მასკის სახელობის 2002 წლის სტიპენდიატი (გამოვლინდა 240 სტიპენდიანტი 12 ქვეყნის 6300 აპლიკანტიდან). ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი.
- ಶೀರ್ಷಿಕೆ: დავით გოგიჩაიშვილი
- ಜನಪ್ರಿಯತೆ: 0.001
- ಹೆಸರುವಾಸಿಯಾಗಿದೆ: Creator
- ಜನ್ಮದಿನ: 1975-12-23
- ಹುಟ್ಟಿದ ಸ್ಥಳ: Tbilisi, Georgia SSR, USSR
- ಮುಖಪುಟ: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012870/
- ಎಂದೂ ಕರೆಯಲಾಗುತ್ತದೆ: დათო გოგიჩაიშვილი, Dato Gogichaishvili, Дато Гогичаишвили, Davit Gogichaishvili